აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მეუფე დანიელის ქადაგებების ორტომეულის პრეზენტაცია

2 ივლისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ დარბაზ „რესპუბლიკაში“ გაიმართა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის დანიელ დათუაშვილის ქადაგებების ორტომეულის - „ქრისტესთვის სიკვდილი სიცოცხლეა“ - პრეზენტაცია.

ღონისძიებას უძღვებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი ნინო ჭავჭავაძე.

სიტყვით გამოვიდნენ: ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ბატონი მინდია უგრეხელიძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროფესორი ნათელა არველაძე, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი.

    

დასასრულსიტყვა წარმოთქვა წიგნის ავტორმა მეუფე დანიელმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას გამოვლენილი ინტერესისათვის, ხოლო გამომსვლელებს ნაშრომის შეფასებისათვის.

Created by Joomla.ge