აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ვზრუნავთ ჩვენი უნივერსიტეტის წვლილის გაზრდაზე საზოგადოებრივ განვითარებაში

1

უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით გაიმართა აკადემიური, ადმინისტრაციული, სამეცნიერო, ტექნიკური პერსონალისა და სტუდენტების წარმომადგნელთა ონლაინ შეხვედრა, რომელზედაც იმსჯელეს საზოგადოებრივ განვითარებაში კონტრიბუციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი აუცილებელ მოთხოვნად მიიჩნევენ საზოგადოებრივ განვითარებაში კონტრიბუციის მიზნით დაგეგმილი აქტივობების მაღალ ხარისხსა და მოსალოდნელი შედეგების რეალობაზე ორიენტაციას.

რექტორმა უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეახსენა, თუ რა მიმართულებებით ხორციელდება ამ ტიპის აქტივობები ჩვენს უმაღლეს საგნამანათლებლო დაწესებულებაში: ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების გაცნობა და დანერგვა; სამოქალაქო უსაფრთხოების სწავლება; კულტურულ-შემეცნებითი პროექტები; ეკოლოგიური განათლება; უწყვეტი განათლების შესაბამისი კომპონენტების შექმნა როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებისთვის, ასევე ფართო საზოგადოების დაინტერესებული წარმომადგენლებისთვის; სოციალური და საექსპერტო-საკონსულტაციო პროექტების განხორციელება.

შეხვედრაზე ყურადღება მიექცა იმ გამოწვევებს, რომლებიც გაჩნდა კოვიდპანდემიასთან ერთად. გამოითქვა მოსაზრებები ზოგიერთი დაგეგმილი ღონისძიების როფორც შინაარსის, ასევე ჩატარების ფორმატის აუცილებელი შეცვლის თაობაზე. 

დამსწრეთა გამოსვლებში შექმნილი სიტუაციის (კოვიდპანდემიის) გათვალისწინებით კიდევ ერთხელ ობიექტურად იქნა შეფასებული უნივერსიტეტის შესაძლებლობები, ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსები, რომლებსაც მოითხოვს საზოგადოებრივ განვითარებაში კონტრიბუციის მიზნით დაგეგმილი აქტივობები. მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებსა და უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიეცათ რეკომენდაცია, ყოველი კონკრეტული აქტივობის შესრულების გზაზე არსებული თითოეული სიძნელის თაობაზე მოამზადოს ინფორმაციული ბარათები და წარმოადგინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სენატში შემდგომი განხილვისა და პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. 

ამ საკითხებზე მსჯელობა კვლავაც გაგრძელდება შემდგომ შეხვედრებზე.  

2

3

4

Created by Joomla.ge