ხუთშაბათი. ტრენინგის მეოთხე დღის ქრონიკა.
გრძელდება პროექტ PAGEL- ის (Projektes Partnerschaften für den Gesundheitssektor in Entwicklungsländern) ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და საქართელოს კარიტასის მიერ ორგანიზებული ტრეინინგის მეორე კვირეული. უკვე მეოთხე დღეა.
პრეზენტაციის თემა:
პნევმონიის პროფილაქტიკა. თრომბოზების პროფილაქტიკა. პაციენტის გადაადგილება საწოლში
დღეს ტრენინგის მონაწილენი ეწვივნენ თბილისის ცენტრალურ ჰოსპიტალს. ვიზიტის მიზანი იყო მულტიპლიკატორებსა და კლინიკის პრაქტიკოს ექთნებს შორის ინფორმაციის გაცვლა.
იქვე შეხვდნენ „Nurse of the future” – ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ქალბატონ ია გელენიძეს.
ამის შემდეგ ტრენინგის მონაწილენი გაემგზავრნენ თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერში, სადაც ფუნქციონირებს ექთნის დამხმარის მოსამზადებელი სასწავლო სკოლა და 7– საწოლიანი ჰოსპისი. ამ შეხვედრის ფარგლებში მოხერხდა ჰოსპიტაციის გუნდის წევრების (გერმანელი სტუდენტების ) მიერ პრაქტიკული უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
სტუმრებს შეხვდნენ იღუმენია მარიამ მიქელაძე და სასწავლო სკოლის ხელმძღვანელი, საქართველოს კინესთეტიკის ასოციაციის პრეზიდენტი შუქია ჭინჭარაული.