რექტორი შეხვდა პირველკურსელებს
თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე პირველკურსელებს მეოთხე სასწავლო აუდიტორიაში შეხვდა.
მამა ადამი გაეცნო თითოეულ მათგანს, მათ მოკლე ბიოგრაფიას, სამომავლო გეგმებს, ინტერესებს. რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტის ისტორიისა და მისიის, ასევე თანამედროვე უმაღლესი განათლების თავისებურებების შესახებ.
პირველკურსელები გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სახვითი ხელოვნებით, მუსიკით, სპორტით, ლიტერატურით, თეატრალური და კინოხელოვნებით დაინტერესებულ სტუდენტებს.