ახალი სასწავლო წლის შესახვედრად
2013 წლის 3 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ მოაწერეს ხელი.
უნივერსიტეტები, უპირველეს ყოვლისა, სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ითანამშრომლებენ. შეიმუშავებენ გაცვლით სასწავლო პროგრამებს, ჩაატარებენ ერთობლივ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს,შემოქმედებით საღამოებს, ლექციებს,სემინარებს, ტრენინგებს. ხელს შეუწყობენ თანამედროვე სახელმძღვანელოების, სამეცნიერო შრომათა კრებულებისა და მონოგრაფიების გამოცემას.