Contact

Telephone

E-Mail

Bank account details

Name of recipient: University of the Patriarchate of Georgia named after St. King Tamar

Receiver identification code: 204 577 582

Recipient's bank: JSC Bank of Georgia Bank code: BAGAGE22 Recipient's account number: GE37BG0000000776531801

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2026–2027 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

1. თურქეთისმცოდნეობა – სწავლის ღირებულება 3000 ლარი, 3 ადგილი

2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ბიოეთიკა – სწავლის ღირებულება 3000 ლარი, 3 ადგილი

3. ბიოფარმაცია – სწავლის ღირებულება 3000 ლარი. 3 ადგილი

 

რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (ან ცნობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
6. 2 ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია;
7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

რეგისტრაციის ვადაა: 01.09.2026წ - 11.09.2026 წ.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელ: 599 757046 გია სულაბერიძე

Created by Joomla.ge