- Details
- Written by: irakli
- Category: ახალი ამბები
- Hits: 95
მაგისტრატურაში სწავლის მსურველთათვის
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2025–2026 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მისაღებად შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. თურქეთისმცოდნეობა
– სწავლის ღირებულება 2000 ლარი, 3 ადგილი
2. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ბიოეთიკა
– სწავლის ღირებულება 2000 ლარი, 3 ადგილი
3. ბიოფარმაცია
– სწავლის ღირებულება 2000 ლარი. 3ადგილი
რეგისტრაციისთვის მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
2. შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ივსება ადგილზე);
3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (ან ცნობა სასწავლებლის დამთავრების შესახებ);
4. მოქალაქის პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ბარათი;
6. 2 ფოტოსურათი (3X4) და ელ. ვერსია;
7. ვაჟებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 01.09.2025წ-12.09.2025 წ.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ტელ:
599757046 გია სულაბერიძე