Tamariuni

Perfect education and practice by modern standards

Studying with us is interesting

Creative education in green space

We offer benefits

Minimum Tuition Fee - International Standard Education

Professors of Tamariuni

They lead us to personal and career happiness

Our International Partners

The whole world is accountable to them

Latest News

„პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული საგანმანათლებლო აკადემიის  -საზღვრებს მიღმა“  -   და  ნიქოზისა და  ცხინვალის მიტროპოლიტის,  ისაია  ჭანტურიას ინიციატივით  ბუფერული  ზონისა  და კონფლიქტის  რეგიონის  მოსწავლეებისათვის  ხორციელდება  საგანმანათლებლო-შემეცნებითი  პროგრამა.

პროგრამა გამოირჩევა  მრავალფეროვანი  აქტივობებით.  ბავშვებისათვის  მუშაობს ჩრდილების  თეატრი, ფოლკლორის  წრეები, ანიმაციისა და კალიგრაფიის  შემსწავლელთა  ჯგუფები.

საგანმანათლებლო  პროექტში  ჩართულ  მოსწავლეებს   ხშირად   სტუმრობენ ცნობილი მეცნიერები და  საზოგადო  მოღვაწეები.

2025  წლის  9  თებერვალს  მეუფე  ისაიას  ეპარქიაში პროგრამის მონაწილეებისათვის   ლექცია  წაიკითხა   საქართველოს  საპატრიარქოს  წმინდა  თამარ  მეფის  სახელობის  უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა,   პროფესორმა  ბელა  სარიამ. თემა,  რომლითაც  ის  წარსდგა  აუდიტორიის  წინაშე,  არის  შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის  მატარებელი   ერთ-ერთი  თვალსაჩინო  ლირიკული  ნაწარმოების,   დავით  აღმაშენებლის  „გალობანი  სინანულისანის“ ადგილი  ქართულ  მწერლობაში.

2025.02.09 4

მოსწავლეები დიდი  ინტერესით  ისმენდნენ    როგორც  ისტორიულ  წყაროებში   დაცულ  სათავგადასავლო  დეტალებს  დავით  აღმაშენებლის ცხოვრებიდან,  ასევე მსჯელობას  ფსალმუნებისა და  ანდრია  კრიტელის  „ სინანულის დიდი  კანონის“  მიმართების  შესახებ  დავით   აღმაშენებლის  უკვდავ  შედევრთან.

დამსწრე  საზოგადოება  -  პედაგოგები, მრევლის  წევრები, პროგრამის  განმახორციელებლები  ერთხმად  გამოხატავდნენ  მადლიერებას  ქალბატონი  თიკა  სვანიძე-ვენკოს,  ქალბატონი  მაკა  მიდოდაშვილის, კალიგრაფ  დავით  მოისწრაფიშვილისა   და ქალბატონი  ბელა  სარიას  მიმართ.   პროგრამის  წევრებმა გამოთქვეს  სურვილი, ხშირად  ჩატარდეს  ასეთი  სახის საგანმანათლებლო - შემეცნებითი  საუბრები. 

2025.02.09 2  2025.02.09 3

Created by Joomla.ge