ახალი ლიტერატურული კრებული „წერილები ბათუმს და ბათუმელებს“

გამომცემლობა „კალმოსანმა“ გამოსცა ლიტერატურული კრებული „წერილები ბათუმს და ბათუმელებს“. წიგნის შემდგენელი და რედაქტორია ინგა გოგიბერიძე.

იხ. სრულად

შეხვედრა ქართულ-ებრაულ მუზეუმში

20 ნოემბერს უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქალბატონი ირინე ბიბილეიშვილი შეხვდნენ დ. ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორს  ბატონ  გივი ღამბაშიძეს. შეხვედრის თემა გახლდათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ქართულ-ებრაული ურთიერთობები და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

იხ. სრულად

ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ანა კელნერის ვიზიტი 

17 ნოემბერს თამარ მეფის უნივერსიტეტს ეწვია ქალბატონი ანა კელნერი – ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საექთნო საქმის პროფესორი, საექთნო საქმის გამოყენებითი სპეციალობების მიმართულების ხელმძღვანელი.

იხ. სრულად

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები, 
პროფესორ-მასწავლებლები და
სტუდენტები 
თანაუგრძნობენ  პედაგოგ სოფიო თევდორაძეს მეუღლის – 

ირაკლი ქარჩხაძის გარდაცვალების გამო 

 

 

ვიზიტი ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში

14 ნოემბერს  დავით ბააზოვის სახელობის ქართველ ებრაელთა ისტორიისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმმა   მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია "ესთასთან" ერთად, რომლის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი ევა ბაბალაშვილი, უმასპინძლა ისრაელის საპარლამენტო დელეგაციას ქნესეთის გენერალური დირექტორის ალბერტ სახაროვიჩის ხელმძღვანელობით.  

იხ. სრულად

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები ,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ  
პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის 
გარდაცვალების გამო

 

 და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს.

წმინდა ილია მართლის სავედრებელი პარაკლისი უნივერსიტეტში

უნივერსიტეტის სამლოცველოში წმინდა ილია მართლის სავედრებელი პარაკლისი ჩატარდა.

იხ. სრულად

უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ადმინისტრაციასთან

უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში გაიმართა სტუდენტების შეხვედრა ადმინისტრაციასთან. შეხვედრა უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებატა დოქტორი არქიმანდრიტი ადამი.

იხ. სრულად

ენა, მამული, სარწმუნოება

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „ენა, მამული, სარწმუნოება“. საღამოს უძღვებოდა არქიმანდრიტი ადამი (ვახტანგ ახალაძე). ილია მართლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა ბატონმა თამაზ ტყემალაძემ. კომპოზიტორმა გიორგი შავერზაშვილმა შეასრულა ვარიაციები რევაზ ლაღიძის სიმღერის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ და სხვა მუსიკალურ თემებზე. 

იხ. სრულად

„დავითის ფარმა“ ახალი რუბრიკა მამა ადამის ლექსით გახსნა

ნიუ იორკში გამომავალ ებრაული თემის გაზეთ  „დავითის ფარში“ სტარტი აიღო ახალმა რუბრიკამ „სიყვარული გზად და ხიდად“, რომელიც ეძღვნება ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. რუბრიკა გაიხსნა მამა ადამის ლექსით „სკივრიდან“.

იხ. სრულად

slogani lurjze gold