moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელი ჩვენი უნივერსიტეტის რექტორს

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებამ უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელით დააჯილდოვა ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი  პროფესორი არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე). 

ჯილდო გადასცა ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ზვიად სეხნიაშვილმა ამ საზოგადოების ინიციატივით გამართულ – დიდი ქართველი მწერლის ლევან გოთუას ხსოვნის საღამოზე წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში. 

საღამო დაიწყო ლევან გოთუას სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ ბუკიამ. მწერლის პიროვნებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს: ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ, ლევან გოთუას საზოგადოების თავმჯდომარემ პროფესორმა ივანე ჯაფარიძემ, პროფესორმა ქეთევან შენგელიამ, მწერალმა ნოდარ ებრალიძემ. 

ლევან გოთუას სახელობის ღირსების სიგელით აგრეთვე დაჯილდოვდნენ: პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, პოეტი ტარიელ ხარხელაური, მწერალი ნოდარ ებრალიძე, პოეტი ემზარ კვიტაიშვილი,   მოქანდაკე გურამ ნიკოლაძე, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, პედაგოგი თამარ ვარდია. 

     

moduli - grigol feradze   moduli - ahmed melashvili   moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri   moduli - shimon peresi   moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold