moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

საჩუქარი უნივერსიტეტს

დ. ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა გივი ღამბაშიძემ უნივერსიტეტს პირადი კოლექციიდან  საჩუქრად გადასცა წმიდა თამარ მეფის ხატი, რომელიც გახლავთ ასლი ბეთანიის წმიდა თამარ მეფის ფრესკისა.

ხატი ქალბატონ ანა ღამბაშიძის, ბ-ნ გივი ღამბაშიძის დედის ნაქარგობაა. იგი  1988 წლის 30 მაისს აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. აღსანიშნავია, რომ ანა ღამბაშიძე გახლავთ ის ქალბატონი, რომელიც კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა–კურთხევით 1983 წელს სათავეში ჩაუდგა ქართველ ქალთა პირველ ჯგუფს, რომელთაც ნაქარგობის საქმის აღორძინება დაიწყეს. ქალბატონი ანა ამ ნაქარგობაზე 3 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ხატი კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს ჩენს უნივერსიტეტში.

       

moduli - grigol feradze   moduli - ahmed melashvili   moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri   moduli - shimon peresi   moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold