moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

კონფერენცია: „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის 
სისტემის რეფორმა: შედეგები და შემდეგი ნაბიჯები”

2017 წლის 14 და 15 დეკემბერს  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  პროექტის „ისწავლე საქართველოში“ მხარდაჭერით   ჩატარდა კონფერენცია: „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა: შედეგები და შემდეგი ნაბიჯები”. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა, კანცლერმა ნატო ასათიანმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორმა გრიგოლ სულაბერიძემ.

კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის პირველი ეტაპის შეჯამებას,რომელიც ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად ხორციელდება. კონფერენციაზე განხილული იქნა ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ჩატარებული შეფასებების შედეგები, რეფორმის განხორციელების შემდეგი ნაბიჯები და შესაძლებლობები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

moduli - grigol feradze         moduli - ahmed melashvili         moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri           moduli - shimon peresi           moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold