შეხვედრა ქართულ-ებრაულ მუზეუმში

20 ნოემბერს უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქალბატონი ირინე ბიბილეიშვილი  შეხვდნენ   დ. ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის დირექტორს  ბატონ  გივი ღამბაშიძეს. შეხვედრის  თემა გახლდათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, ქართულ-ებრაული ურთიერთობები და  სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

უნივერსიტეტის სახელით სტუმრებმა მუზეუმს გადასცეს ნიუ იორკში გამომავალი  ებრაული თემის ქართული გაზეთ „დავითის ფარის“ იმ ნომრის მაკეტი, რომელშიც დაიბეჭდა მისი ლექსი „სკივრიდან“ – ამბავი ქართულ-ებრაულ თანაცხოვრებასა და თანალმობაზე. 

შეთანხმდნენ, რომ პროფესორი გივი ღამბაშიძე თამარ მეფის უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციებს.

მამა ადამმა ბატონ გივის აჩუქა საკუთარი ლექსების კრებული და „ქართული ალმანახის“ პირველი ნომერი. თავის მხრივ მუზეუმის დირექტორმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადასცა ქართულ ენაზე თარგმნილი თორა და სამეცნიერო ნაშრომების კრებული.

 

slogani lurjze gold