ფრაიბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ანა კელნერის ვიზიტი 

17 ნოემბერს თამარ მეფის უნივერსიტეტს ეწვია ქალბატონი ანა კელნერი – ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საექთნო საქმის პროფესორი, საექთნო საქმის გამოყენებითი სპეციალობების მიმართულების ხელმძღვანელი.

 

შეხვედრაზე განიხილეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობისა და ორ ქვეყანაში საექთნო საქმის  განვითარების პერსპექტივები. დაიგეგმა 2018 წლის პირველი ნახევრის ღონისძიებები. გადაწყდა, 19–23 მარტს თამარ მეფის უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო სიმპოზიუმს „ჭრილობების პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია: სოციალური დაცვა და შინმოვლა“. ამ ფორუმზე მოხსენებებით წარსდგებიან, ასევე პრაქტიკულ საჩვენებელ მეცადინეობებს (მასტერ–კლასებს) ჩაატარებენ გერმანელი და ქართველი პროფესორები. 

11–15 ივნისს კი ფრაიბურგში გერმანული მხარე ჩაატარებს საერთაშორისო კვირეულს „მეცნიერება, რომელიც არ შეჩერდება“, რომლის პროგრამაშია ლექციები, კვლევითი პროექტების პრეზენტაციები, ინტერდისციპლინური დღე, აღმოსავლეთ–დასავლეთის დიალოგის საკითხები და ა. შ.

შეხვედრას ესწრებოდნენ თამარ მეფის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები. 

slogani lurjze gold