ვიზიტი ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში

14 ნოემბერს  დავით ბააზოვის სახელობის ქართველ ებრაელთა ისტორიისა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმმა   მსოფლიოს ქართველ და ებრაელ ქალთა ასოციაცია "ესთასთან" ერთად, რომლის პრეზიდენტი გახლავთ ქალბატონი ევა ბაბალაშვილი,  უმასპინძლა ისრაელის საპარლამენტო დელეგაციას ქნესეთის გენერალური დირექტორის ალბერტ სახაროვიჩის ხელმძღვანელობით.  

ღონისძიებაზე ოფიციალურად მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყვნენ თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ქალბატონი ირინე ბიბილეიშვილი. 

მუზეუმის დირექტორმა, ბატონმა გივი  ღამბაძიძემ სტუმრებს დაათვალიერებინა მუზეუმი და ესაუბრა საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. 

ღონისძიება საკონფერენციო  დარბაზში გაგრძელდა. 

შეხვედრას უძღვებოდნენ ქალბატონი ევა ბაბალაშვილი და ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმენ: მუზეუმის დირექტორი ბატონი გივი ღამბაშიძე, ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი შაბთაი ცური, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი მიხეილ ჩხენკელი, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ სანიკიძე და სხვები. 

სიტყვა წარმოთქვა ბატონმა ალბერტ სახაროვიჩმა.

ამ არაჩვეულებრივად თბილ და საქმიან საღამოზე გაჟღერდა ებრაული და ქართული სიმღერები ირმა სოხაძისა და ბავშვთა ანსამბლ "გვირილას" შესრულებით.

slogani lurjze gold