როგორ ვიპოვოთ იმედი ცხოვრების სიძნელეებში

11-15 ოქტომბერს კუნძულ როდოდსზე (საბერძნეთი) მიმდინარეობდა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „იმედი აღგვადგენს. როგორ ვიპოვოთ იმედი ცხოვრების სიძნელეებში“. ღონისძიება გაიმართა მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდით. ორგანიზატორი გახლდათ მსოფლიო საპატრიარქოს სამოძღვრო ჯანდაცვის ქსელი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე.

გაიმართა 15 სამუშაო, ერთი შესავალი და ერთიც დასკვნითი სამეცნიერო სესია შემდეგ თემებზე: „მარტოობა ცხოვრებაში და ავად ყოფნის ჟამს“, „იმედი მენტალური დარღვევების დროს“, „თანამედროვე მონობა და მიგრაცია: სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა“, „იმედი იმათთვის, ვინც ავად ხდება სირიაში“, „იმედი ომის საშინელებებში“, „ყრუმუნჯთა მსახურება“, „სულიერი განზომილება და სტაბილურობა სოციალურ გამოწვევეათა ქარცეცხლში“ და სხვ. 


slogani lurjze gold