თამარ მეფის უნივერსიტეტი

  • მთავარი
  • დღეს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის სახელმწიფო ცენტრში წარმოდგენილი იქნა მამა ადამ ახალაძის ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი „შ ე მ ო მ ე გ ე ბ ე, ა ფ ხ ა ზ ე თ ო“.

    პერფორმანსი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და ა. (ა) ი. პ. „ფესვები-XXI“-ის ორგანიზებითა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის პარტნიორობით გაიმართა.

    წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: არქიმანდრიტი ადამ ახალაძე, მსახიობები მაკა შალიკაშვილი და ვახტანგ ახალაძე. ხმის რეჟისორი და ვიდეოინჟინერი - ბორის ზაალიშვილი.

    პერფორმანსის ფასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს:

    ა. (ა) ი. პ. „ფესვები-XXI“-ის დამფუძნებელმა ქალბატონმა მარინა ხანთაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა ბატონმა დავით ფაცაციამ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა გიორგი გაბედავამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბატონმა აკაკი ძნელაძემ.

    გამომსვლელებმა საზოგადოებას შეახსენეს მამა ადამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი მოვლენები, ისაუბრეს ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების შერიგების პროცესში სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე. მათ ასევე მადლობა გადაუხადეს მამა ადამსა და პერფორმანსის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს ასეთი უზადო წარმოდგენის მომზადებისა და შემოთავაზებისათვის. გადაწყდა, პერფორმანსი გაიმართოს აფხაზეთიდან დევნილ პირთა კომპაქტური დასახლების ძირითად ადგილებში მთელს საქართველოში.

    ამის შემდეგ სცენაზე ამოვიდნენ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც აფხაზურ ენაზე წაიკითხეს ლექსები; ასევე შეასრულეს აფხაზური სიმღერები.

    საღამო დასრულდა მამა ადამის ამაღელვებელი გამოსვლით. მან გაიხსენა ბათუმური ბავშვობისა და სიყმაწვილის წლები, ისაუბრა ქართული კულტურის მნიშვნელობასა და ადგილზე მსოფლიო ცივილიზაციაში და საზოგადოებას მოუწოდა აქტიური მამულიშვილური პოზიციისა და საქართველოს მომავალზე დაუღალავი ზრუნვისაკენ.

    ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტი

    ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    მრავალდისციპლინური და კულტურათშორისი კვლევების სამეცნიერო ინსტიტუტი

    კარიერული ბედნიერება

    გალერეა

    შიმონ პერესის სახელობის ინფორმაციური ტექნოლოგიების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

    ქართველ ებრაელთა ეთნოლოგიური კვლევების ლაბორატორია

    აჰმედ ოზქან მელაშვილის სახელობის კაბინეტი

    წმიდა ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი

    ესმა ონიანის სახელობის სამხატვრო ხელოვნების სტუდია

    მენტალური კორექციის ცენტრი

    ლიტერატურული სალონი „მირკანი“

    გამომცემლობა „მირკანი“

    ქართული ალმანახი

    აუდიო, ვიდეო და კინო სტუდია „მირკანი“

    წმინდა იოკიმესა და ანას სახელობის სამლოცველო

    მეგობართა დარბაზი