moduli - qartuli almanaxi    moduli - mirkani - gamomcemloba - logo     moduli - mirkani -studia - logo png    moduli - paraklisebis ganrigi

უნივერსიტეტის მისია 

  1. საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო სივრცეში შეინარჩუნოს ეროვნული საგანმანათლებლო ტრადიციების უმნიშვნელოვანესი მონაპოვრები და უზრუნველყოს მათი შერწყმა თანამედროვე საერთაშორისო ტექნოლოგიურ მიღწევებთან; გამოიყენოს ქართული და ევროპული მეცნიერული სკოლების მემკვიდრეობა და ჩართოს მომავალი სპეციალისტების აღზრდის – ევროპული განზომილებების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფის საქმეში;

  2. ხელი შეუწყოს სოციალური მსახურების (მედიცინა და ჯანდაცვა, სოციალური მუშაობა და სოციალური უზრუნველყოფა, ინკლუზიური განათლება, მენტალური ჯანმრთელობის დაცვა, ექთნების/მოწყალების დების განათლება და ა.შ.) გაფართოებას და ამ მსახურებისათვის მზაობის განვითარებას  ქვეყანაში; იზრუნოს სოციალურ მსახურებაში ეკლესიის, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლობათა, ორგანიზაციათა, სოციალურ ინსტიტუციათა ჩართულობაზე; მეცნიერულ და საგანმანათლებლო საფუძვლებზე დაყრდნობით შეიმუშაოს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების გზები; 

  3. თანამედროვე საზოგადოებაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განსხვავებულ კულტურებს შორის ურთიერთკავშირების განვითარებისთვის ხელშეწყობა, რაც შექმნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, კულტურათშორისი დიალოგის წარმართვის, კონფლიქტოგენურობის შესუსტებისა და მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველს; 

  4. მომავალი თაობების აღზრდის მიზნით შექმნას განათლების ევროპული განზომილებების მოთხოვნათა შესაბამი სოციალური, ინსტიტუციური, ეთიკური (ზნეობრივი) და ინტელექტუალური (სასწავლო-მეცნიერული) ბაზისი.
 

უნივერსიტეტის მიზნები

  1. ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

  2. პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

  3. პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის;

  4. სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, უზრუნველყოფა და განვითარება;

  5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება.

 


 

  • უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს მისი მისიის განხორციელებისა და მიზნების მიღწევას. 

  • უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.

  • ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის ან ავტორიზაციის და/ან საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის აკრედიტაციის გავლის საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება უნივერსიტეტს წარმოეშობა ლიცენზიის/ნებართვის მიღების ან ავტორიზაციის და/ან საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის აკრედიტაციის გავლის მომენტიდან.


moduli - grigol feradze         moduli - ahmed melashvili         moduli - esma oniani
moduli - mentaluri centri           moduli - shimon peresi           moduli - pavle ingoroyva

slogani lurjze gold